Monday, May 16, 2016

,,ქართული გენია როკვით განფენილი”



1. პროექტის სახელწოდება
,,ქართული გენია როკვით  განფენილი”
2. პროექტის მთავარი იდეა
ქართული ხალხური ცეკვა , ეს არის საქართველოს ისტორიის და ქართველი ხალხის  ხასიათის   მოძრაობებით გადმოცემა პლიუს ამას  იმისათვის  რომ  მოსწავლეებმა მოსმენილი საკუთარი  თვალით ნახონ შეგვიძლია წავიყვანოთ და  ვანახოთ ქ.ქუთაისის  სიმღერისა და  ცეკვის  სახელმწიფო  ანსამბლის ერთერთი რეპეტიცია.
3.პროექტის აქტუალობა
გლობალიზაცია- ინტეგრაციის ეპოქაში ტერიტორიით და ეკონომიკის მიხედვით მცირე საქართველოს  თავისი ხალხური შემოქმედებით  შეუძლია მსოფლიო კულტურის გამდიდრება , ამისათვის კი  საჭიროა  თვითონ  ჩვენ შევიგრძნოთ ეს სიმდიდრე.

4. პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია  ხალხური  ცეკვების შესახებ,(მათი სახელები, შექმნის ისტორია,  და გამორჩეული მოცეკვავეები)
5. მონაწილეთა ასაკი
9-10 წელი.
6. ვადები|ხანგრძლივობა
16 მაისიდან 10 ივნისამდე
7. მოსალოდნელიშედეგები/ პროდუქტები  რაც  შეიძლება   შეიქმნას
მოსწავლეები წარმოადგენენ შეაგროვებენ ინფორმაციას  ხალხური ცეკვების შესახებ წერილობით საპრეზენტაციო ფორმატში, შესაძლოა  თან ახლდეს სლაიდშოუ   ან ვიდეო.
8. პროექტისათვის   საჭირო ძირითადი  რესურსები
ისტი.  სამარშუტო  ტაქსი,  ვიდეო გადამგები.
9. პროექთის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები)
წინასწარ  განსაზგვრულ  ადგილას  ვიკრიბებით   მთლიანი    ჯგუფი იმისათვის  რომ  ორგანიზებულად  გადავაადგილდეთ ქ.ქუთაისის სიმღერისა და  ცეკვის  სახელმწიფო  ანსამბლის სარეპეტიციო  დარბაზში.  ბავშვები  დაესწრებიან ანსამბლის   სრულ  რეპეტიციას (2სთ.)  შემოდგომ ამისა   მოსწავლეები  კითხვებს  დაუსვამენ  ანსამბლის  ქორეოგრაფს, მოცეკვავეებს,  სამხატვრო ხელმზგვანელს,იმაზე რომ  მათი ნანახი   ცეკვები თუ რომელი  კუთხისაა, როგორი  ისტორიული დატვირთვა აქ იმ ცეკვებს   რაც  ნახენ  და მთლიანმა  ჯგუფმა  ერთად  გაანალიზონ  და  განიხილონ ნანახი  რეპეტიცია.   
10.  საგნებთან  საგნობრივი ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტი კავშირშია ხელოვნებისა და  ესთეტიკის არღზდის  კათედრის ჯგუფში შემავალ ყველა საგანთან (სპორტი, მუსიკა, ხელოვნება).
11.პროექტის  ხელმძღვანელი
ბესიკი   გიორგაძე
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:
besikgiorgadze@gmail.com
13. პროექტის-ვებ    გვერდი
besikgiorgadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment